
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის პოსტისთვის ერთმანეთს ოთხი კანდიდატი ეცილებოდა და ხმები ასე გადანაწილდა:
შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმ ალ ხალიფა — 85 ხმა;
ალი ბინ ალ ჰუსეინი — 27 ხმა;
ჯანი ინფანტინო — 88 ხმა;
ჟერომ შამპანი — 7 ხმა.
გამარჯვებისთვის ერთ-ერთ კანდიდატს საერთო ხმების 2/3 (140 ხმა) უნდა მოეგროვებინა. რადგან უპირატესობა ასეთი საგრძნობი არ იყო, დაინიშნა მეორე ტური, რომლის შედეგებიც ასეთია:
შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმ ალ ხალიფა — 88 ხმა;
ალი ბინ ალ ჰუსეინი — 4 ხმა;
ჯანი ინფანტინო — 115 ხმა;
ჟერომ შამპანი — 0 ხმა.
როგორც ცნობილია, საქართველო მხარს სწორედ ჯანი ინფანტინოს უჭერდა. ამრიგად, ფიფას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სწორედ შვეიცარიელი უხელმძღვანელებს.