Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

მანოლო იერო “საბურთალოს”სპორტულ დირექტორად

$
0
0
10325127_1009171702496174_5211664748265982471_n

საფეხბურთო კლუბი “საბურთალო”, რომელმაც უძლიერესთა რიგებში 2015 წლის აგვისტოდან დაიმკვიდრა ადგილი, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის – რამდენიმე დღეში თბილისში ჩამოვა და “საბურთალოს” სპორტული დირექტორის თანამდებობაზე შეუდგება მუშაობას ესპანელი სპეციალისტი მანოლო იერო.
ხელშეკრულებას, ჩვენი კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და ესპანელმა სპეციალისტმა უკვე მოაწერეს, რომელიც ძალაში 1 მარტიდან შევა. მანოლო იეროს დაქვემდებარებაში ფაქტობრივად ყველა ასაკობრივი გუნდები იქნებიან.
ეს ყოველივე იმ საქმიანი ურთიერთობის შედეგია, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში შედგა – გემახსოვრებთ, რომ გასული წლის მიწურულს საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მოწვევით თბილისში ლეგენდარული ვარსკვლავი ფერნანდო იერო იმყოფებოდა, რომელმაც ახლოს გაიცნო დედაქალაქური კლუბი, დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, შეიტყო კლუბის მიზნები და ამოცანები.
ფერნანდო იეროს ძმა, მანოლო თბილისს 1 მარტს ესტუმრება და საქმიანობასაც შეუდგება. მოხდება ესპანელი სპეციალისტის წარდგენა და მასმედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება პრესკონფერენცია.

მანოლო იეროს ბიოგრაფია:
დაიბადა 1962 წელს, ესპანეთში, ვოლეზ-მალაგა
საფეხბურთო კარიერა:
პოზიცია: ცენტრალური მცველი
1980-1984 მალაგა (ბ)
1981-1986 მალაგა (51 თამაში 4 გოლი)
1986-1988 ვალიადოლიდი (57 თამაში 4 გოლი)
1988-1990 ბარსელონა (0 თამაში)
1988-1989 ბეტისი (24 თამაში 1 გოლი)
1989-1994 ტენერიფე (74 თამაში, 4 გოლი)

სამსახურებრივი კარიერა:
2006 – მალაგა
2007-2008 პუერტოლანო

მანოლო იერო "საბურთალოს" სპორტულ დირექტორადსაფეხბურთო კლუბი "საბურთალო", რომელმაც უძლიერესთა რიგებში 2015 წლის აგვისტოდ…

Posted by FC Saburtalo on Tuesday, 23 February 2016

FCSaburtalo.Ge


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles