
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე “როსტოვში” განაგრძობს.
21 წლის ფეხბურთელს რამდენიმე უცხოური კლუბი ეპატიჟებოდა, საბოლოოდ კი, “როსტოვი” აირჩია, რომელიც ამჟამად, რუსეთის ჩემპიონატის ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ მოსკოვის ცსკა-ს სამი ქულით ჩამორჩება.
რუსული სპორტული ვებ-გვერდის, sports.ru-ს ცნობით, როსტოველებმა “ცხინვალს” კაჭარავას სანაცვლოდ დაახლოებით 300 000 ევრო გადაუხადეს.