
თბილისის „ლოკომოტივი“ 20:00 საათზე უმაღლესი ლიგის 2015 წლის ბოლო მატჩს „ცხინვალთან“ ჩაატარებს.
აღნიშნულ შეხვედრაზე „რკინიგზელთა“ აკადემიის მოთამაშეები სტადიონზე სპეციალური მაისურებით გამოვლენ, რომლებზე შემდეგი წარწერა იქნება: „არ გაყიდო ფეხბურთი“. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურმა „ფეისბუქის“ გვერდმა დაწერა. ამ აქციით თბილისური კლუბი ფეხბურთში ყველანაირ გარიგებულ შეხვედრას ეწინააღმდეგება და გუნდებს პატიოსნად გამოსვლისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველ ლიგაში შესაძლო გარიგების გამო ფეხბურთს ფედერაციამ ერთი მატჩი გადაიტანა.