Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“ზესტაფონმა”ნიგერიელი ფეხბურთელი დაიმატა

$
0
0

 ნიგერიელი საყრდენი ნახევარმცველი, ნაემაკა აჟურუ ამიერიდან “ზესტაფონის” ღირსებას დაიცავს – ამ ინფორმაციას მარგველთა ოფიციალური საიტი ადასტურებს.

26 წლის ფეხბურთელი ბოლოს სერბული “ვოივოდინას” ღირსებას იცავდა, იქამდე კი ნიგერიულ “ზამფარა იუნაიტედში” და ორ სერბულ კლუბში – “იავორსა” და  ”მეტალაცში” გამოდიოდა.

მოლაპარაკებები, რომელშიც “ზესტაფონი”, “ვოივოდინა” და თავად ფეხბურთელი იყო ჩართული, თითქმის ერთი თვის მანძილზე გრძელდებოდა. საბოლოოდ, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ნიგერიელმა მოთამაშემ საქართველოს ორგზის ჩემპიონთან კონტრაქტი გააფორმა.

transfermarkt-ის მიხედვით, ამჟამად, აჟურუს სატრანსფერო ღირებულება 550 000 ევროს შეადგენს. 2009 წელს კი, მოთამაშე 1 250 000 ღირდა.

“ზესტაფონსა” და ნაემეკა აჟურუს შორის კონტრაქტის გაფორმების საზეიმო ცერემონია 15 აგვისტოს ქალაქ ნოვი სადში გაიმართა. ცერემონიაზე, ქართულ მხარეს “ზესტაფონის” სპორტული დირექტორი, მიხეილ ხუციშვილი წარმოადგენდა. აჟურუ იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო ორი წლის მანძილზე დაიცავს. მარგველთა ახალწვეული საქართველოში სავიზო პროცედურების დასრულებისთანავე ჩამოვა.

FCZestafoni.GE

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles