Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

”ზუგდიდი”სახლში მარცხდება, ”დილა”თბილისში იგებს, ”ზესტაფონი”ქულას ბოლო წუთზე კარგავს

$
0
0

დასრულდა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრები. გუშინ, ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართა.

”ზუგდიდი” – ”ჩიხურა” 1:3
გოლები: ჭელიძე 14′ – ეხვაია 51′, ტატანაშვილი 78′, წინამძღვრიშვილი 90′

ანაკლიაში, ”ზუგდიდმა” საჩხერის ”ჩიხურა” მიიღო და 1:3 დაამარცხდა. ანგარიში შეხვედრის მე-14 წუთზე სტუმართა მცველმა ლაშა ჭელიძემ გახსნა. პირველი ნახევარი საჩხერელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს. მეორე ტაიმის მე-6 წუთზე ზუგდიდელებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს, გოლი კი თავის ანგარიშზე ირაკლი ეხვაიამ ჩაიწერა – 1:1. შეხვედრის თავის სასარგებლოდ დამთავრება ”ჩიხურამ” თამაშის ბოლოს შეძლო. ჯერ, 78-ე წუთზე გოლი დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა, ხოლო უკვე 90-ე წუთზე მეტოქის კარი რატი წინამძღვრიშვილმაც აიღო. საბოლოოდ, 1:3 და სოსო ფრუიძის გუნდი სახლში 3 ქულით ბრუნდება.

”სიონი” – ”დილა” 1:2
გოლები: ფოფხაძე 11′ – დოლიძე 39′, 77′

პარალელურად, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის ”სიონი” გორის ”დილას” დაუპირისპირდა. ანგარიში უკვე მე-11 წუთზე ნომინალურმა მასპინძლებმა, დაჩი ფოფხაძის გოლის წყალობით გახსნეს. პირველი ნახევრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე კი წონასწორობის აღდგენა გრიგოლ დოლიძემ შეძლო, რომელმაც 77-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. შედეგად, 1:2 და გორელები ”ჩიხურას” მსგავსად შინ 3 მოპოვებული ქულით დაბრუნდნენ.

”დინამო” – ”ზესტაფონი” 2:1
გოლები: მერებაშვილი 27′, ჩისკო 90+4′ – ქობალია 47′

ყველაზე გვიან (18:00 საათზე) ტურის ცენტრალური მატჩი დაიწყო. ბორის პაიჭაძის სახელობის ”დინამო არენაზე” საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის ”დინამომ” ”ზესტაფონს” უმასპინძლა. შეხვედრამ ცენტრალური თამაშის კვალობაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მატჩის 27-ე წუთზე შორეული დარტყმით ანაგრიში გიორგი მერებაშვილმა გახსნა. მეორე ნახევრის დასაწყისში ზესტაფონელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, ბურთი კი თავის ანგარიშზე ირაკლი ქობალიამ ჩაიწერა. ამის შემდეგ, მომენტების შექმნას ორივე გუნდი ცდილობდა. აღსანიშნავია სტუმართა შორეული დარტყმა, რომელიც ლორიას კარის ძელს მოხვდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ცვლილებაზე შემოსული დავით ხოჭოლავას კარგი თამაშისა და პასის შემდეგ, კვასხვაძის კარში ბურთის ზუსტად გაგზავნა ჩისკომ შეძლო, რითაც თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. 2:1 და 3 ქულა თავის ანგარიშზე დუშან უჰრინის გუნდმაც ჩაიწერა.

აქვე შეგახსენებთ გუშინდელი მატჩების შედეგებს:

10/08/2013

“ვიტ ჯორჯია” WIT Georgia 3-0 Guria “გურია”
ლობჟანიძე 18′,70′
ჯანელიძე 52′
ადგილმდებარეობა: მცხეთა

10/08/2013

“მერანი” Merani 2-1 Spartaki Tskhinvali “სპარტაკი”
შულაია 45′
ფონიავა 53′
ფონიავა 62′ (ა.გ.)
ადგილმდებარეობა: სამტრედია

10/08/2013

“ტორპედო” Torpedo Kutaisi 1-1 Metalurgi Rustavi “მეტალურგი”
კაპანაძე 4′ კირკიტაძე 46′
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
# გუნდი გატ მიღ +/-
1 1 1 0 0 3 0 +3 3
2 1 1 0 0 3 1 +2 3
3 1 1 0 0 2 1 +1 3
4 1 1 0 0 2 1 +1 3
5 1 1 0 0 2 1 +1 3
6 1 0 1 0 1 1 0 1
7 1 0 1 0 1 1 0 1
8 1 0 0 1 1 2 -1 0
9 1 0 0 1 1 2 -1 0
10 1 0 0 1 1 2 -1 0
11 1 0 0 1 1 3 -2 0
12 1 0 0 1 0 3 -3 0

ალექსანდრე მატევოსოვი

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles