Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

„ლოკომოტივმა“ ბრძოლაში „საბურთალო“ დაამარცხა

$
0
0
Untitled-1

საგურამოს სამწვრთნელ ბაზაზე დღეს ერთმანეთს უმაღლეს ლიგაში გადასული ორი თბილისური კლუბი „ლოკომოტივი“ და „საბურთალო“ შეხვდა. შეხვედრა „რკინიგზელთა“ გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

23-ე წუთზე ანგარიში „ლოკომოტივმა“ გახსნა – გოლი მამია გავაშელიშვილმა გაიტანა. ცოტა ხანში „საბურთალოს“ კარის მიმართლებით პენალტი დაინიშნა, 11-მეტრიან ნიშნულთან იმ მომენტისთვის ერთადერთი გოლის ავტორი მივიდა, თუმცა დარტყმის გამოყენება ვერ შეძლო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გაათანაბრა. 70-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა – „საბურთალო“ დაწინაურდა.

დარჩენილ დროში „ლოკომოტივმა“ ანგარიშის გათანაბრება და დაწინაურებაც მოასწრო – დუბლი ართმელაძემ შეასრულა.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Latest Images

Trending Articles