Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“დინამო თბილისი”გაბალაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უეფას მიმართავს

$
0
0
ნიკა ჯღარკავა

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალასა” და “დინამო თბილისს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს თბილისური კლუბის მმართველი დირექტორი ნიკა ჯღარკავა გამოეხმაურა.

“იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი მატჩზე ვიყავით კონცენტრირებულნი, ფაქტი 100 პროცენტით არ შეგვიმჩნევია. მომხდარი საჭიროებს გაანალიზებას. კლუბის მხრიდან, რა თქმა უნდა, შესაბამისი განცხადება გაკეთდება. მომხდართან დაკავშირებით უეფასაც მივმართავთ”, – განაცხადა ნიკა ჯღარკავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის მიმდინარეობისას აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერები, რომლებზედაც საქართველოს ქალაქები აზერბაიჯანის ტერიტორიად იყო მოხსენიებული. გარდა ამისა, მასპინძლებმა საქართველოს დროშა სტადიონზევე დაწვეს. მთელი მატჩის განმავლობაში მათი მხრიდან ქართველი ქომაგების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა.

 


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles