Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“ომონიას”თავკაცი: “სრულ მზადყოფნაში არ ვართ”

$
0
0
ფოტო: omonoia24.com

ხვალ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი აიღებს სტარტს. ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე “დინამო ბათუმი” კვიპროსის “ომონიას” მიიღებს. სტუმრებმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარეს, პრესკონფერენციაზე კი “ომონიას” მთავარმა მწვრთნელმა კოსტას კაიფასმა განაცხადა, რომ მისი გუნდის სასურველ ფორმაში არ არის.

“მადლობას ვუხდით “დინამო ბათუმს” დახვედრისთვის და დახმარებისთვის. ეს ამ სეზონის პირველი მატჩია. ვიცით, რა ძალას ფლობს ჩვენი მეტოქე. ჩვენ მათ შესახებ ინფორმაცია მოვიპოვეთ, ვნახეთ გასული სეზონში მათ მიერ ნაჩვენები თამაშის ამსახველი ვიდეო. სეზონის დასაწყისია და არ ვართ სრულ მზადყოფნაში. ორივე გუნდს აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. ვეცდებით, რომ ორი მატჩის ჯამში არ დავმარცხდეთ”, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კაიფასმა.

შეხვედრა “დინამო ბათუმსა” და “ომონიას” შორის ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 4 და 5 ლარია. შეხვედრას სლოვენიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი 32 წლის მიტია ზგანეცია.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

 


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles