Image may be NSFW.
Clik here to view.
Clik here to view.

მოგეხსენებათ, ხუთშაბათს, ორ ივლისს, „დინამო არენაზე“, თბილისის „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
როგორც თბილისური კლუბის ოფიციალური საიტი წერს, აღნიშნულ შეხვედრაში 35 წლის ისრაელელი მსაჯის როი რეინშრეიბერის ბრიგადა იმსაჯებს. გვერდითა მსაჯის ფუნქციებს დევიდ ელიაშ ბიტონი და იდან იარკონი შეასრულებენ, მეოთხე მსაჯი კი ცვი ლევი იქნება.
აღსანიშნავია, რომ რეინშრეიბერმა გასულ სეზონში „ვურსასპორისა“ და „ჩიხურას“ პირველ მატჩში იმსაჯა – თრქეთში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა.