მეგრული გუნდების დაპირისპირება, რომ ყოველთვის დიდ ინტერეს იწვევს, ეს არახალია, მიუხედავად იმისა, მატჩი ოფიციალურია თუ ამხანაგური? გამონაკლისი არც დღევანდელი, „კოლხეთი-ზუგდიდის“ თამაში ყოფილა. სტუმრები სწრაფი გოლით მეორე წუთზე დაწინაურდნენ, როცა გუგუჩიას სტანდარტულის შემდეგ, ცხვიტარიამ ბურთი ხეირიანად ვერ მოიგერია და საკუთარ კარში ჩაეჭრა. ამის შემდეგ ზუგდიდელებმა უფრო შემართებით შეუტიეს, თუმცა თუ არ ჩავთვლით მეტოქე გუნდების რამდენიმე ეპიზოდს, პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა. ამათგან გამოსაყოფია კუკავას რეალური საგოლე მომენტი, როცა ის პირისპირ მეკარესთან გუგუჩიამ გაიყვანა, მაგრამ კუკავას ძაგანიამ დაასწრო და სიტუაციაც განიმუხტა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა იერიშებით დაიწყეს, თუმცა გოგონაიას მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ფოთელთა შემტევმა გიორგი ჭედიამ, საუცხოო სოლორეიდი განახორციელა, მაგრამ მას კეკელიძემ აჯობა. 62-ე წუთზე კი ზუგდიდელები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, როცა სიხარულია – კვარაცხელიამ ბურთი კარგად გაათამაშეს და სიხარულიამ გოლით დაასრულა. შეხვედრის ბოლოსკენ მასპინძლებმა პენალტით ანგარიში შეამცირეს, თავი კი გოგონაიამ გამოიჩინა. შეხვედრა კი „ზუგდიდმა“ 2:1 მოიგო.
ფოთი, „ფაზისი“. 3.03.2013
კოლხეთი – ზუგდიდი 1:2
გოლი: ცხვიტარია (2წთ, ავტოგოლი), სიხარულია (62 წთ), გოგონაია (85 წთ)
კოლხეთი: ძაგანია, კილასონია, ცხვიტარია, ჩადუნელი, კაკულია, გოგონაია, წაბრია, ვარდუაშვილი, ლორია, ჯანელიძე, კრასოვსკი
შეცვლა: მაღრაძე, გულუა, ლომაია, ჭედია, ბარამიძე, მოისწრაფიშვილი, გაბუნია,
ზუგდიდი: მამალაძე, აქუბარდია, მირცხულავა, პაჭკორია, ზვ.კვარაცხელია, გუგუჩია, სიხარულია, ხუბუა, წურწუმია, ეხვაია, კუკავა
შეცვლა: კეკელიძე, აფაქიძე, რიგვავა, კ.ახალაია, ნიკოლაძე, ჭრელაშვილი, შ.ლომია, ხუხია, ს.კვარაცხელია
მსაჯი: კ. მესხი
FCZugdidi.GE
Comments