28 ივლისს, მეორე უცხოურ შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის „ტორპედომ“ თურქეთში, ამავე ქვეყნის მესამე ლიგის წარმომადგენელ ს/კ „აქსარაისპორთან“ გამართა საკონტროლო მატჩი.
შეხვედრა ძირითადად ცალმხრივ იერიშებში – ქუთაისური გუნდის კარნახით მიმდინარეობდა. უამრავი საგოლე მომენტიდან „ტორპედომ“ სულ 2 მათგანის რეალიზება ტაიმებში თანაბრად მოახდინა. თამაშის პირველ ნახევარში თავი თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინა, რომელმაც ახვლედიანის პასით გაიტანა. მეორე ორმოცდახუთ წუთში კი – ალეკო მზევაშვილმა ჩამოიცილა ორი ოპონენტი და საგოლედ ლამაზად დაარტყა, რის შედეგადაც ჩვენმა გუნდმა ჟერარდ სარაგოსა მულეტის თაოსნობით პირველი მატჩი მოიგო(2:0).
„ტორპედოს“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ქვილითაია, ტაბატაძე, სულთანიშვილი, ზ. ჭელიძე, კუსიანი, გიგაური, გოროზია, ფირცხალავა, კუხიანიძე, ახვლედიანი, კაპანაძე.
მეორე ტაიმში შევიდნენ: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, გაბაძე, პატარკაციშვილი, მ. ცინცაძე, ოლეფირენკო, გოგიჩაიშვილი, კიკაბიძე, მზევაშვილი, ჯიქია, საბანაძე.
მომდევნო სპარინგ-მატჩს ჩვენი გუნდი 31 ივლისს გამართავს, 17:30 საათიდან მეტოქე თურქეთის პირველლიგელი „ქარტალსპორი“ იქნება.
FCTorpedo.GE
Comments