
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შემტევი, ბაჩანა არაბული კარიერის თბილისის “დინამოში” გააგრძელებს.
ქართველმა შემტევმა კარიერია “საბურთალოში” დაიწყო. უთამაშია გორის “დილაში” და ესპანურ “ალკორკონში”. ბოლოს კი “ცხინვალის” ღირსებას იცავდა. არაბულსა და “დინამოს” შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები კი ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ “დინამომ” უკვე ხუთი ტრანსფერი განახორციელა. ცნობილია, რომ თბილისელთა რიგებში იასპარეზებენ: გიორგი ბეგაშვილი, გიორგი გურული, არჩილ ტვილდიანი, გიორგი ქვილითაია და ალექსანდრე იაშვილი.