Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“ზესტაფონის”დილის სპარინგი თურქმენულ “ოქროს საუკუნესთან”

$
0
0

2013 წლის 30 ივლისს დაბა კარტეპეში მყოფი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ამჯერად ქართველთა მეტოქე თურქმენეთის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელი, ქალაქ აშგაბადის საფეხბურთო კლუბი ”ალთინ ასირი” იქნება.

შეხვედრა სასტუმრო “გრინ პარკის” საფეხბურთო კომპლექსის ნომერ მეოთხე მოედანზე გაიმართება და ადგილობრივი დროით 11:00 (თბილისის დროით – 12:00) საათზე დაიწყება. თურქმენულ კლუბს, რომელიც ადგილობრივ “იოკარი ლიგაში” ასპარეზობს და რომელსაც ქვეყნის კავშირგაბმულობის სამინისტროსთან არსებული მობილური კავშირის კომპანია ”ალთინ ასირი” (ოქროს საუკუნე) აფინანსებს, ადგილობრივი სპეციალისტი ბაირამ დურდიევი წვრთნის. თავის ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ორი წრის (გასამართი ოთხიდან) დასრულების შემდეგ ”ალთინ ასირი” მესამე პოზიციაზეა დამკვიდრებული.

მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ დღევანდელი სპარინგი არასტანდარტულ ფორმატში გაიმართება და ის ორი 35-წუთიანი ტაიმისაგან შედგება. თურქმენულ კლუბთან შეხვედრაში ზესტაფონელთა სასტარტო შემდგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: მეშველიანი, თორნიკე გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე, კიკნაველიძე, რეკრუკი, ჭანკოტაძე, შარიქაძე, რაჟამაშვილი, ლომია, ქობალია.

დღესვე ზესტაფონელები კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავენ. თბილისის დროით 18:00 საათზე ქართველები თურქეთის პირველი დივიზიონის კიდევ ერთ წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ ”ადანასპორს” დილის მატჩისაგან განსხვავებული შემადგენლობით დაუპირისპირდებიან.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles