Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

ფიფას კვლავ ბლატერი უხელმძღვანელებს

$
0
0
Blatter

მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში კვლავ იოზეფ ბლატერი უხელმძღვანელებს.

მას შემდეგ, რაც ფიფას საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ალი ბინ ალ ჰუსეინმა კანდიდატურა მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში იორდანელმა 73 ხმა მიიღო, ბლატერს კი 133 დელეგატმა დაუჭირა მხარი. გამარჯვებისთვის ერთ-ერთ კანდიდატს ხმათა 2/3 (140 ხმა) უნდა მოეგროვებინა, მეორე ტურში კი მცირედი უპირატესობაც კი საკმარისი იქნებოდა გამარჯვებისთვის. მეორე ტურის დაწყებამდე ალ ჰუსეინმა დელეგატებს საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ ამცნო.

ამრიგად, ბლატერი ფიფას პრეზიდენტად მეხუთე ვადით იქნა არჩეული.

 


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles