
ხვალიდან, 28 მაისიდან საწვრთნელ შეკრებას იწყებს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის თბილისში მოემზადება. ალექსანდრე ჩივაძე ფეხბურთელებს სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ შეკრებს. ვარჯიშები კი, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიმართება.
ამ ეტაპზე, შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებული:
მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ბაჩო მიქავა („ლოკომოტივი“, თბილისი), რომან ტაკიძე („მაჭახელა“, ხელვაჩაური)
მცველები: დათო უბილავა, ნიკა სანდოხაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ავთო ენდელაძე („ზუგდიდი“), ლაშა დვალი („ქასიმფაშა“, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („დინამო“ თბილისი), დაჩი ცნობილაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ორივე „სიონი“, ბოლნისი), გიორგი გადრანი („ჩერნომორეცი“, უკრაინა)
ნახევარმცველები: ლუკა კიკაბიძე („ბასტია“, საფრანგეთი), გიორგი ერისთავი („დილა“, გორი), ლევან შენგელია („კოლხეთი“, ფოთი), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი (ყველა „დინამო“ თბილისი), ირაკლი გოგინაშვილი („საქსან ლუნგა“, მოლდოვა)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა, ბაჩანა არაბული (ორივე „ცხინვალი“), დათო დარციმელია („სპარტაკუსი“, უნგრეთი), მამია გავაშელიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)
21-წლამდელები სან მარინოში 1 ივნისს გაემგზავრებიან 18-კაციანი შემადგენლობით, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. გუნდს სან მარინოში შეუერთდება ორი ლეგიონერი – გიორგი გადრანი და ლაშა დვალი.
რაც შეეხება მეკარე ბექა ქურდაძეს, ის ამჟამად 19-წლამდე ნაკრებთან ერთადაა და 21-წლამდელებს ხვალ შეუერთდება.
ევროშესარჩევის პირველი მატჩი სან მარინოსა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებებს შორის 3 ივნისს გაიმართება.
სფფ-ის პრესსამსახური