
ომარ თეთრაძის და პავლოდარის “ირტიშის” მოლაპრაკებები წარუმატებლად დასრულდა. ყაზახური პრესის ცნობით თეთრაძეს კლუბში თავისი სამწვრთნელო შტაბით სურდა მისვლა, თუმცა პავლოდარელებს ეს არ აწყობდათ. გარდა ამისა, მხარეებმა ფინანსურ საკითხებზეც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს თეთრაძე ყაზახურ “ჟეტისუს” წვრთნინა, რომელმაც მას საბოლოოდ ორი წლის პრემიერბი არ გადაუხადა. გასული წლის სექტემბერში თეთრაძემ “ჟეტისუ” დატოვა და მას შემდეგ ახალ კლუბს ეძებს.