
ქუთაისის საკრებულომ გადაწყვეტილებით ქალაქსი ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა გააკეთა.
“გილოცავთ ამ გადაწყვეტილებას და ეს არის ძალიან საამაყო გადაწყვეტილება, რომელსაც წლების შემდეგ უფრო შევაფასებთ”, – განაცხადა 30 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დვალმა.
რამაზ შენგელია 1973-76 წლებში ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას იცავდა და ამ ხნის განმავლობაში კლუბის მაისურით 75 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა. გამორჩეული იყო იყო თბილისის “დინამოში”, სადაც 283 მატჩში 120 გოლის გატანა შეძლო.