Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

პირველი ლიგა: ა ჯგუფში პლეი ოფისთვის ბრძოლა იძაბება

$
0
0
gff1

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ა ჯგუფში დღეს 32-ე ტურის მატჩები გაიმართა. ცენტრალურ შეხვედრას საგურამომ უმასპინძლა, სადაც “ლოკომოტივმა” პლეიო ოფისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, “ჭიათურა” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ საკუთარი შეხვედრა წააგო მეორეზე მყოფმა ზუგდიდის “ლაზიკამ”, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვაობა თბილისელებსა და ზუგდიდელებს შორის 4 ქულამდე შემცირდა.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა პირველ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა “ჩხერიმელამ”. ხარაგაულელებმა საკუთარ მოედანზე უმაღლესში გადასულ და დღევანდელ შეხვედრაში სარეზერვო შემადგენლობით მოასპარეზე “საბურთალოს” სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ჩხერიმელა 3-0 საბურთალო
სამგურალი 3-2 ლაზიკა
ლოკომოტივი 2-1 ჭიათურა
ადელი 2-1 სასკო
მაჭახელა 2-1 სტუ

ა ლიგა, 28-29 აპრილი

სქური – საპოვენლა
ალგეთი – მეშახტე
ხობი – მერცხალი
ბორჯომი – გაგრა


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles