Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“ჩიხურამ”“ტორპედოს”სარდალიშვილის ულამაზესი გოლით მოიგო

$
0
0
10678525_870113409714256_5189742278167755809_n

ქუთაისში დასრულდა უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის პირველი სათამაშო დღის უკანასკნელი შეხვედრა, რომელშიც ადგილობრივმა “ტორპედომ” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა და 2:1 სძლია.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სტუმრებმა, დავით ოდიკაძის გოლით 51-ე წუთზე გახსნეს. “ტორპედომ” მალევე, 66-ე წუთზე გურამ ადამაძემ გაათანაბრა. ყველფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა შეხვედრის 93-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა და “ჩიხურას” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

25 მატჩის შედმეგ “ჩიხურა” 39 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო “ტორპედოს” აქტივში 34 ქულა და მერვე ადგილია. ტურის ხვალ, ქობულეთში გასამართი ბათუმის “დინამოსა” და “გურიას” შორის გამართი შეხვედრით დასრულდება.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles