Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

„მეტალურგმა“ თურქულ შეკრებაზე მეორედ ისპარინგა

$
0
0

„მეტალურგმა“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. რუსთაველები “დენიზლისფორს” შეხვდნენ და თამაში მინიმალური სხვაობით 1-0 დათმეს. გელა სანაიმ გუნდი პირველი თამაშისგან განსხვავებით განსხვავებული შემადგენლობით ათამაშა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა. „მეტალურგს“ შეხვედრის განმავლობაში რამდენჯერმა მიეცა გოლის გატანის შანსი, თუმცა ასპროცენტიანი მომენტები საჯაიამ და რაზმაძემ ვერ გამოიყენეს.

მეტალურგმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

პირველი ტაიმი: შერმადინი, ჯაფარიძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ორბელაძე, ქავთარაძე, დობროვოლსკი,ხაბელაშვილი, საჯაია, ვასაძე, სიხარულიძე.

მეორე ტაიმი: შერმადინი, სუხიაშვილი, კაკუბავა, მახვილაძე, გავაშელიშვილი, გურეშიძე, გეწაძე, ხაბელაშვილი, კირკიტაძე, კორღალიძე,რაზმაძე.

გელა სანაია: ამ ეტაპზე ჩემთვის შედეგს მნიშვნელობა არ ააქვს. მთავარია ბიჭები მონდომებულები არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხდეთ. წაგებული მატჩის მიუხედავად თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. ჩვენ მუშაობის პროცესში ვართ. ვამუშავებთ ტაქტიკურ სქემებს, აქედან გამომდინარე დღეს განსხვავებული შემადგენლობითაც ვითამაშეთ. მოხარული ვარ, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს.

მინდა მეტალურგის გულშემატკივარს ვუთხრა, რომ ამხანაგური შეხვედრების შედეგებს ყურადღებას ნუ მიაქცევენ. ეს მხოლოდ მოსამზადებელი თამაშებია. მთავარია გუნდი საქართველოს ჩემპიონატს ასი პროცენტით მზად შეხვდება.

საფეხბურთო კლუბ მეტალურგის პრესსამსახური

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles