Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“დილას”მხარდამჭერი აქცია გაიმართება

$
0
0

მოგეხსენებათ, 4 მაისს, 17:00 საათზე გორში გაიმართა აქცია სახელწოდებით „ერთად გადავარჩინოთ გორის „დილა“. ამის ორგანიზატორები გახლდნენ „დილას“ ფანკლუბის წევრები. პარალელურად გუნდი მორიგი ტურის შეხვედრას მართავდა ზუგდიდში ადგილობრივ გუნდთან. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ უფრო ფართომასშტაბიანი აქცია ორგანიზატორებმა 8 მაისს დაგეგმეს.

ოთხშაბათს,  13:00 საათზე გორის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება აქცია მოწოდებით – გადავარჩინოთ გორის „დილა“.

8 მაისს დაგეგმილ „დილას“ მხარდამჭერ აქციაზე სპორტის სხვადასხვა სახეობების წარმომადგენლები გამოხატავენ მხარდაჭერას კლუბის მიმართ.

კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ „დილას“ ყოფილ მეკარეს და ამჟამად კლუბის მეკარეების მწვრთნელს – რამაზ სოღოლაშვილს.

რამაზ სოღოლაშვილი: „ყველას კარგად მოგეხსენებათ, კლუბში დღევანდელი არსებული მძიმე მდგომარეობა. გულშემატკივარს აქციასთან დაკავშირებით მინდა ვთხოვო მობრძანდნენ, რათა ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ იგრძნონ მათი თანადგომა.

რაც შეეხება ფეხბურთელებს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ გმირული წარმატებისთვის, მიუხედავად არსებული პრობლემებისა. ამ კლუბისთვის ვერცხლის მედლის პრიზიორობა დიდი წარმატებაა. რომ არა არსებული მდგომარეობა, ჩემპიონი ალბათ ბოლო ტურში გაირკვეოდა, რაც ალბათ ყველასათვის უფრო საინტერესო იქნებოდა. დიდი მადლობა ამ კლუბის ყველა ხელმძღვანელს, ვინც გუნდის წარმატებისთვის შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთა და დღემდე კლუბის გვერდზე დგანან.

ვიმედოვნებ, უახლოეს დღეებში მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კლუბის გადასარჩენად, რათა წარმატებით ვიასპარეზოთ ევროთასებზე ჩვენი გულშემატკივრების გასახარებლად“.

 

“დილას” პრესსამსახური

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles