Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

”ზესტაფონი” მზადებას განაგრძობს

$
0
0

FCZestafoni.GE-ს ფოტო

თურქეთის რესპუბლიკის მაღალმთიან კურორტ კარტეპეში ზესტაფონელთა მზადების კიდევ ერთი, რიგით მეოთხე დღე მიილია.

წინა დღეების მსგავსად, დღევანდელი დილაც ნახევარსაათიანი კროსით დაიწყო. დილის ვარჯიში კი ამჯერად უმეტესად ბურთთან მუშაობას დაეთმო. რატკო დოსტანიჩმა გუნდი ისევ ორ გუნდად დაჰყო და ფეხბურთელები ტექნიკურ-ტაქტიკური ელემენტების დახვეწაზე ამუშავა.

სამაგიეროდ, გარკვეული ცვლილებები მოხდა საღამოს პროგრამაში – ჩვეული ვარჯიშის ნაცვლად დღეს გაიმართა აღდგენითი ხასიათის პროცედურები საუნასა და აუზში.

გთავაზობთ ვიდეო და ფოტორეპორტაჟებს, რომლებიც ზესტაფონელთა მზადების მორიგი დღის მისმდინარეობას ასახავენ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles