Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

ქედის „ბეთლემის“ კაპიტანი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

$
0
0
11011477_710784472371753_5664721336835869691_n

საქართველოს პირველ ლიგაში მოასპარეზე ქედის„ბეთლემის“ კაპიტანი არჩელ ფარტენაძე 28 წლის ასაკში გარდაიცვალა…

ტრაგიკულ ამბავთან დაკავშირებით კლუბის ფეისბუქის გვერდმა სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნა: „გუშინ, 2015 წლის 4 აპრილს, 17:00 საათზე, მოულოდნელად ჩვენი კაპიტნის არჩილ ფარტენაძის გულის ცემა შეჩერდა. კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. მთელი გუნდი შოკშია და ამ დარტყმას ვერასდროს მოიშუშებს. ჩვენო არჩილ, მუდამ სიკეთისა და პატიოსნობის განსახიერება იყავი. მეგობრებიოსთვის ყოველთვის მაგალითის იყავი და ჩვენს გუნლებში ასედაც დარჩები. ღმერმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. გულშემატკივრები, რომლებიც მოედლიდან გასვლილსას ყოველთვის აპლოდისმენტებითა და შეძახილებით გაცილებდნენ, ვუთანაგრძნობთ შენს საყვარელ ოჯახს, მშობლებს, ძმებს, სანათესაოსა და მეგობრების წრეს, რომლებიც ამ 29 წლის განმავლობაში შენთან ერთად ცხოვრების დაუვიწყარი ხანმოკლე პერიოდი გაიარეს. შენ მუდამ ჩვენი გაპიტანი იქნები“.

როგორც ცნობილია, „ბეთლემის“ კაპიტანს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. „ბეთლემის“ გარდა, ფარტენაძე ასევე ბათმის „დინამოს“ შემადგენლობაში გამოდიოდა.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles