
უმაღლესი ლიგის 22-ე ტურში ლანჩხუთის “გურიამ” “ვიტ ჯორჯია” მიიღო და მორიგი საშინაო გამარჯვება იზეიმა.
გურულებმა მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს და საკუთარ კარშ მხოლოდ ერთი მიიღეს. მასპინძელთა შემადგენლობაში თავი წილოსანმა და შალამბერიძემ გამოიჩინეს, თორნიკე მოსიაშვილმა კი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის ეს მე-7 შეხვედრაში გატანილი მეოთხე გოლია. “ვიტ ჯორჯიას” შემადგენლობაში გოლი გოლის ავტორი კურდღელაშვილი გახდა.
“გურია”(ლანჩხუთი) 4:1 “ვიტ-ჯორჯია”(თბილისი)
გოლი: წილოსანი ’15, მოსიაშვილი ’18; ’40, შალამბერიძე ’81 – კურდღელაშვილი ’22