Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

„დილამ“ ოლბორგში ივარჯიშა

$
0
0

FCDila.GE

როგორც მოგახსენეთ, ევროპის ლიგის განმეორებითი შეხვედრისთვის „დილა“ ქ. ოლბორგში თბილისი-სტამბული-კოპენჰაგენის გავლით 22 ივლისს საღამოს ჩაფრინდა.

გუნდი ოლბორგის მახლობლად მდებარე სასტუმრო „Comwell Rebild Bakker”-ში დაბინავდა, სადაც დანიის ეროვნული ნაკრები საშინაო მატჩის დროს გადის მოსამზადებელ შეკრებას, რადგან პირობები იდეალურია. 23-ში კი „დილამ“ პირველი ვარჯიში გამართა “ოლბორგის” საწვრთნელ ბაზაზე, რომელიც მასპინძლებმა გორელ ფეხბურთელებს სავარჯიშოდ დაუთმეს.

ყველა მოთამაშე მწყობრშია და სრული დატვირთვით ემზადება. მცირეოდენი ტრავმა აწუხებს ირაკლი მოდებაძეს, რომელიც იმედია მატჩამდე მზადყოფნაში იქნება.

მიუხედავად პირველ შეხვედრაში დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, ყველა საკმაოდ დაძაბული მატჩის მოლოდინშია და სრული სერიოზულობით ემზადება მომავალი დაპირისპირებისთვის.

გორელები ხვალ ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშებენ, ხოლო შეგახსენებთ, 25 ივლისს გასამართი მატჩი თბილისის დროით 22:15 წუთზე დაიწყება. ამ თამაშის ტექსტური ტრანსლაციის ნახვლა გულშემატკივარს ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით შეეძლება.

„დილას“ პრესსამსახური

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles