Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

დინამო vs მეტალურგი –ურთიერთშეხვედრები

$
0
0
file

ოთხშაბათს 18 მარტს, ჩვენი გუნდი უმაღლესი ლიგის მეოცე ტურის შეხვედრას თბილისში დინამო არენაზე რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 17.00 საათზე დაიწყება.

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელები რუსთავულ გუნდს 51– ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დედაქალაქელთა უპირატესობა საგრძნობია – 31 მოგება, 10 ფრე და 10 მარცხი, ბურთების შეფარდება 98/41 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1993 წლის 3 ივნისს დინამოელებმა თბილისში, რუსთავის გორდას გამანადგურებელი ანგარიშით 12:4 სძლიეს. დაპირისპირების სერიის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 2:0 არის, მატჩის ბოლოს მსგავსი რეზულტატი 9- ჯერ დაფიქსირდა და ცხრაჯერვე დინამოს სასარგებლოდ.

ბოლოჯერ კი ეს გუნდები 2014 წლის 11 სექტემბერს შეხვდნენ ერთმანეთს. ფოლადის სტადიონზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

FCDinamo.GE


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles