
დღეს, საქართველოს ოთხ ქალაქში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების განმეორებითი 1/4 ფინალები გაიმართა. საინტერესო და დაძაბულმა შეხვედრებმა ის 4 გუნდი გამოავლინეს, რომლებიც თასისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და 1/2 ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.
ვიტ ჯორჯია 1-4 ცხინვალი (6:8 ორი მატჩის ჯამში)
გოლები: ცაცკრიალშვილი 23′ (0:1); მახარობლიძე 50′ (0:2): ცაცკრიალაშვილი 55′ (0:3); ლექვთაძე 70′ (0:4); ღიბრაძე 83′ (1:4)
ჩიხურა 3-0 მეტალურგი (3:0 ორი მატჩის ჯამში)
გოლები: მუმლაძე 6′ ; ტროიანოვსკი 44′ ; დობროვლოსკი 59′
დინამო თბილისი 1-0 დილა (1:0 ორი მატჩის ჯამში)
გოლი: კაკაბაძე 22′
ტორპედო 0-0 სამტრედია (1:2 ორი მატჩის ჯამში)