
დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ ბაგრატის საკათედრო ტაძრის უკან მდებარე წმინდა გიორგის სახელობის მრავალსაუკუნოვან ტაძარს წმინდა ნიკოლოზის ხატი შესწირა. ჩვენი გუნდის წევრები კვირის წირვასაც დაესწრნენ, რომელიც მამა ზინობმა აღავლინა. ტაძრის მრევლთან ერთად დეკანოზმა მადლიერება გამოხატა ტორპედოელთა მიმართ და სამომავლო წარმატებები უსურვა მათ. ამავე სასულიერო პირმა „ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზაც აკურთხა და ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და კლუბის სხვა მუშაკებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ დაწერილი მთავარანგელოზების ხატები უსახსოვრა.
ფოტომასალა იხილეთ - Facebook-ზე
FCTorpedo.GE