
25 თებერვალს განახლებულ ფუტსალის ჩემპიონატში მე-8 ტურის დასკვნითი ორი შეხვედრა გიამართა.
პირველ შეხვედრაში “თელასმა” IBSU-ს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით, 26:2 დაამარცხა. გაცილებით უფრო დაძაბული გამოდგა მეორე მატჩი, რომელშიც “ფარვანა” “გენერალს” დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით, 6:8 დამარცხდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ მეორე წრის ორი ტურის დაპირისპირება ერთი დღით ადრე გაიმართა.