
21 თებერვალს, სასტუმრო ,,ბომონდ გარდენში“ გორის „დილას“ ფეხბურთელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა სათამაშო წესების შესახებ სემინარი ჩაუტარა, რომელსაც სფფ-ს სამსაჯო და სადამკვირვებლო განყოფილების წარმომადგენელი, მსაჯთა მენეჯერი ავთანდილ შალამბერიძე უძღვებოდა.
არსებული წესების განხილვა და მასზე მსჯელობა ეკრანზე ნაჩვენები საფეხბურთო ეპიზოდის მაგალითზე მიმდინარეობდა. სემინარის პროცესში ფეხბურთელების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საკითხებმა, რომელიც ხელით თამაშს და თამაშგარე მდგომარეობის შესახებ წესებს ეხება. შეხვედრის დასასრულ „დილას“ ფეხბურთელებმა სფფ-ს წარმომადგენელთან ერთად ჩვენი გუნდის მიერ ბოლო დროს გამართული შეხვედრების დეტალები და სადავო საკითხები განიხილეს.
„დილას“ პრესსამსახური