Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

ოთარ კაკაბაძე –ბოლომდე თავდადებით ვიბრძოლებთ

$
0
0
ოთრ კაკაბაძე_68654

თბილისის “დინამოს” მცველმა, ოთარ კაკაბაძემ, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას გუშინ, გორის “დილას” წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა შეაფასა.

“ვფიქრობ, გორში კარგი თამაში გამოვიდა, დაძაბული და საინტერესო. პირველი შეხვედრის კვალობაზეც თამაშის ტემპი საკმაოდ კარგი იყო. ჩემი აზრით, პირველ ტაიმში ჩვენი ასპარეზობა ზუსტად შეკრებაზე გავლილი მომზადების კვალი იყო. არც მეორე ნახევარში გამოვსულვართ ცუდად, თუმცა ეპიზოდურად მეტი შეცდომა მოგვივიდა. ამაზე გვექნება სამუშაო, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ხარვეზები. მომდევნო თამაში და შესაბამისად ჩემპიონატის განახლება სამტრედიაში გვიწევს. დეტალურად განვიხილავთ მათ გამოსვლას ბოლო სათასო შეხვედრაში და სათანადოდ მოვემზადებით. რა თქმა უნდა ურთულესი დაპირისპირება გველის. მეტოქე საკუთარ კედლებშია, ხელოვნური მინდორიც არაა ჩვენთვის მიმზიდველი. ერთი კი დაზუსტებით შემიძლია გითხრათ- ფეხბურთელები ბოლომდე თავდადებით ვიბრძოლებთ, მიზანი კი გამარჯვებაა” – განაცხადა კაკაბაძემ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles