
თურუქლი შეკრებიდან დაბრუნებული ფოთის “კოლხეთი” ლანჩხუთში, ადგილობრივ “გურიას” ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა და 3:1 მოიგო.
ანგარიში 21-ე წუთზე ლევან შენგელიამ გახსნა. 35-ზე “კოლხეთის” უპირატესობა შოთა ჯიქიამ გაზარდა და ტაიმიც სტუმრების ორბურთიანი ლიდერობით დასრულდა. მეორე ნახევრის დებიუტში ომარ გოგონაიამ “გურიას” მესამეც გაუტანა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლი გაიტანეს, რომელიც მოსიაშვილის ანგარიშზეა.
გურია: თებიძე, ჭეიშვილი, ბელოვი, ცინცაძე, მჭედლიშვილი, ინგოროყვა, კოშკაძე, სიხარულია, შალამბერიძე, კონოვალოვი, შეველი.
კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე, ლ.კაკულია, გოგონაია, თ.კაკულია, გურეშიძე, ამბროლაძე, შენგელია, ჯიქია