
თურქულ შეკრებაზე მყოფმა საჩხერის “ჩიხურამ” მორიგი ტესტ-მატჩი უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ დონეცკის “მეტალურგთან” გამართა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა.
ერთადერთი გოლის ავტორი დენის დობროვოლსკი გახდა, რომელმაც მატჩის 49-ე წუთზე საჩხერელები შესანიშნავი გოლით დააწინაურა.
“ჩიხურას” შემადგენლობა კი ასე გამოიყურებოდა: ზარქუა, ღონღაძე, კაშია, ლუბჩაკი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, მანჯგალაძე, განუგრავა, კორიფაძე, ტროიანოვსკი, დეკანოიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ჭელიძე, კუჭუხიძე, კაკაშვილი.