
“სიონი” პრესსამსახურის ცნობით ბოლნისურმა კლუბმა ენდრიუ არაუჟუ და სილვასთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
20 წლის მოთამაშესთან თანამშრომლობა ხანმოკლე სინჯების შემდეგ გადაწყდა. ახალგაზრდა ბრაზილიელმა “სიონის” მთავარ მწვრთნელ ლადო ბურდულზე შთაბეჭდილების მოხდენა პირველივე თამაშში შეძლო და კონტრაქტიც დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “სიონმა” პორტუგალიელი ვიეირა მედინა ლუის ალბერტუც გაიფორმა.