Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

კობიაშვილმა “ჰერტას”თასი მოაგებინა

$
0
0
herta

ბერლინში გამართულ ვეტერანთა საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება ადგილობრივმა “ჰერტამ” მოიპოვა, რომლის რიგებში ლევან კობიაშვილმაც ითამაშა.

ქართველი ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა და თავისი გუნდის გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც შეიტანა.

კობიაშვილმა ოთხიდან სამ შეხვედრაში შეძლო გოლების გატანა. პრაღის “სპარტასთან” ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ბერლინელებმა 10:5 მოიგეს, კობიმ ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622