Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

„დილამ“ წელი გამარჯვებით დაიწყო

$
0
0
96d220b5c59497951fe1d9efb209727d

გორის ,,დილამ,, ახალი წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრა  შინ ,,ვიტ ჯორჯოასთან’’ გამართა და სტუმრებს დამაჯერებელი ანგარიშით - 4:2 სძლია.

ამხანაგურ შეხვედრას ,,დილას’’ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გორელი გულშემატკივარი მრავლად დაესწრო. შეხვედრის პირველი ნახევარი ჩვენი გუნდის უპირატესობით და სრული კარნახით წარიმართა, რაც შეხვედრის დებიუტში ირაკლი მოდებაძის მიერ გატანილი გოლით დასრულდა.

მეოთხე წუთზე ,,ვიტელთა’’ გუნდის კიპერმა ჯონი შეროზიამ ხელით საკუთარი საჯარიმოს გარეთ ითამაშა, რასაც სეთურიძის მიერ შესრულებული სტანდარტი მოყვა. საჯარიმოში შექმნილი არეულობა კი,,დილას’’ფორვარდმა სარფიანად გამოიყენა - 1:0.

თამაშის დაწყებიდან მალევე ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელმა თენგიზ წიქარიძემ მოედნის ცენტრში ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაშის ნაადრევად დატოვება მოუწია.

,,დილამ’’ მეთვრამეტე წუთზე  ანგარიში ორამდე გაზარდა. ფლანგიდან ჯაფარიძის მიერ მოწოდებულ ბურთს მეტოქის საჯარიმოში სეთურიძე დაუხვდა და ძლიერი დარტყმით ჩვენი გუნდი დააწინაურა -2:0.

პირველი ნახევრის 22-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ საკუთარ ანგარიშზე დუბლი მიითვალა. შეროზიასთან ერთი-ერთზე დრჩენილმა მოწინააღმდეგის კარი აუღელვებლად დალაშქრა - 3:0.

მცდელობის მიუხედავად პირველი ტაიმის მეტი ნაწილი ,,ვიტ ჯორჯიას’’ ფეხბურთელები ,,დილასთან’’ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დამარცხდნენ. გორელები მოედნის ცენტრს სტაბილურად აკონტროლებდნენ და შეტევებზეც იოლად გადადიოდნენ. 35-ე წუთზე ,,ვიტ ჯორჯიმ’’ ანგარიში შეამცირა. საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა ძლიერი დარტყმითმიგინეიშვილს ცხრიანში გაუტანა - 3:1.

ტაიმის მიწურულს მოდებაძემ ჰეთთრიკი შეასრულა და მიმდინარე მატჩში ,,დილას’’ გოლების სერიას წერტილი დაუსვა. ახალკაცთან კომბინაციის შემდეგ ირაკლის თბილისელთა კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია - 4:1.

პირველი ტაიმი ,,დილას’’ სრული სათამაშო უპირატესობით ანგარიშით 4:1 დასრულდა.

მეორე ნახავარში ჩვენი გუნდის შემადგენლობა ძირეულად შეიცვალა, რაც მატჩის მსვლელობაზეც აისახა. მეორე ტაიმში თამაში თანაბარი ბრძოლით მიმდინარეობდა.

სტუმრებმა მეორე ნახევრის დასაწყისში კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს და შეხვედრაშო საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 4:2. აღსანიშნავია, „დილას“ თავდამსხმელის ილია ბუძალაძისხელსაყრელი მომენტი, როდესაც საჯარიმოს შუა ნაწილიდან მეტოქის კარისკენ ძლიერად დაარტყა და მიზანს მცირე მანძილით ააცდინა. ასევე „დილას“ ახალწვეულ დავით კაპანაძის შანსი, როდესაც მისი ახლო მანძილიდან დარტყმული მეკარემ მოიგერია, თუმცა გოლის გატანა ვერ მოხერხდა. საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია.

,,დილა’’ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 24 იანვარს რუსთავის „მეტალურგის“ წინააღმდეგ 14:00საათზე გამართავს. მატჩი ,,დილას’’ ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გაიმართება.

 

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მიგინეიშვილი, ჯაფარიძე, ქარქუზაშვილი, კვახაძე (კაპ.), ხურცილავა, ფალავანდიშვილი, წიქარიძე, სეთურიძე, ერისთავი, ახალკაცი, მოდებაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: სომხიშვილი, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი, ოქროპირიძე, დუდუჩავა, რაზმაძე, სეთურიძე, მელქაძე, თექთურმანიძე, კაპანაძე, ბუზალაძე.

 

მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა.

 

 

„დილას“ პრესსამსახური


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles