
რუსთავის მეტალურგმა საწვრთნელი პროცესი 4 იანვრიდან განაახლა. გუნდი ყოველდღიურ ვარჯიშებს „ფოლადის“ სტადიონზე გადის. ფინანსური პრობლემების გამო სავარაუდოდ გუნდი უცხოურ შეკრებას ვერ გაივლის. რუსთაველები საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრისთვის საკუთარ ბაზაზე მოემზადებიან. დაგეგმილია ორი ამხანაგური შეხვედრა 17 იანვარს ცხინვალის „სპარტაკის“, 24 იანვარს კი გორის „დილას“ წინააღმდეგ.
რაც შეეხება გუნდის შემადგენლობაში ამ ეტაპზე განხორციელებულ ცვლილებებს. მეტალურგში სინჯებზე სარიშვილი და სტეფნიაშვილი არიან, რომლებიც გუნდთან ერთად უკვე ერთი კვირაა ვარჯიშობენ. გასულ წრეში სარიშვილი დინამო 2-ში გამოდიოდა, სტეფნიაშვილი კი სასკოს ღირსებას იცავდა.
„მეტალურგის“ რიგები ქავთარაძემ, ალავედრაშვილმა, კაკაშვილმა და კიტეიშვილმა დატოვეს.
„მეტალურგის“ პრესამსახური