Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

დათა სიჭინავა: “მინდა, რომ “სიონს”ჩემი გოლებით დავეხმარო”

$
0
0
data sichinava

ფოთის “კოლხეთის” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, დათა სიჭინავა, კარიერას ბოლნისის “სიონში” გააგრძელებს. Fanebi.com 25 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- რა გახდა ბოლნისის “სიონში” გადასვლის მთავარი მიზეზი?

- რა თქმა უნდა ეს მთავარი მწვრთნელის ფაქტორი იყო. ამავდროულად, მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა გუნდს ამბიციური გეგმები აქვს, რაც მნიშვნელოვანია.

- პირველ ეტაპზე საკმაოდ შედეგიანი იყავი. როგორ შეფასებდი პირადად შენს და გუნდის თამაშს?

- თავდამსხმელი არ ვარ და ჩემი პოზიციის გათვალისწინებით შედეგი ნორმალურია. გუნდიც საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული. “კოლხეთი” ერთი ოჯახივით შეკრული კოლექტივია, რაც შედეგებზეც აისახებოდა.

- საერთო ჯამში მიმდინარე სეზონს როგორ შეფასებდი? გაამართლა 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა?

- ჩემი აზრით გაამართლა. ბევრი საინტერესო გუნდი გამოჩნდა და რაც მთავარია წინასწარ ვერავინ ვერ დაგეგმავს რომელიმე გუნდთან გამარჯვებას.

- მცირე ხანს საზღვარგარეთ ითამაშე. რა არის მთავარი სხვაობა ბელარუსისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის?

- ძალიან რთული სათამაშო ჩემპიონატია. თავიდან გამიჭირდა, ვინაიდან იქ აქცენტი ძირითადად ფიზიკურ მომზადებაზე და ძალისხმიერ ფეხბურთზე კეთდება. ჩვენთან კი ტექნიკა ჭარბობს.

- განსხვავება ალბათ სათამაშო დონეშიც იქნება…

- რა თქმა უნდა, მოუმზადებელი თუ ხარ ძალიან ჭირს იქ თამაში. ადაპტაციისთვის ორი თვე დამჭირდა.

- რა იქნება შენთვის დადებითი შედეგი მიმდინარე სეზონში?

- დადებით შედეგად ევროტურნირებზე გასვლა ჩაითვლება, რაც ვფიქრობ, რომ სავსებით რეალურია. “სიონმა” პირველი წრე შარშანაც ჩააგდო, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონატი კარგი შედეგით დაასრულა. მინდა, რომ “სიონს” ჩემი გოლებით დავეხმარო.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles