Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

გიორგი ქავთარაძე: “ბათუმის “დინამოს”ამბიციური გეგმები აქვს”

$
0
0
ქავთარაძე

რუსთავის “მეტალურგის” ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ქავთარაძე კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. Fanebi.com მოთამაშეს დაუაკვშირდა და ახალ კლუბის და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

- ბათუმის “დინამოში” გადასვლა კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტე. ჩემთვის მისაღები პირობები შემომთავაზეს. რაც მთავარია, ბათუმელებს ამბიციური გეგმები აქვთ.

- “მეტალურგში” დიდი დრო გაატარე და წასლვა გაგიჭირდებოდა…

- ძალიან გამიჭირდა იმ კლუბის დატოვება, რომელშიც 5 წლის განმავლობაში თამაშობდი. თუმცა, ეს ფეხბურთია და ზოგჯერ ხდება ისეთი რაღაცები, რაზეც გული გწყდება.

პირადად თქვენთვის სეზონის ბოლოს დადებით შედეგად რა ჩაითვლება?

- ბათუმის “დინამოს” ოთხეულში მოხვდერდა. მთლიანად გუნდის და ჩემი კარგი თამაში.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622