Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

უმაღლესი ლიგა: მე-14 ტური დასრულდა

$
0
0
file

დღეს, საქართველოს სტადიონებზე უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლოსწინა, მე-14 ტურის მატჩები შედგა.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა “დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა, რომელშიც გათამაშების ლიდერმა ლანჩხუთი “გურიას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა. თბილისური კლუბის წაფორხილებით “დინამოს” მთავარმა მდევარმა, “დილამ” ისარგებლა. გორელებმა საკუთარ სტადიონზე მარტვილის “მერანი” მიიღეს და მე-6 წუთზე ახალკაცის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით პირველ ადგილთან სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს.

ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ზესტაფონში შედგა. ადგილობრივი კლუბისა და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით, 2:4 დასრულდა. ზღვისპირელებმა უპირატესობა პირველ ნახევარში მოიპოვეს, რომელიც 1:3 მოიგეს. მეორე ტაიმში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს.

ტურის ყველა მატჩი 

30.11 14:00 სამტრედია 3:1 ჩიხურა გოლები: გორგიაშვილი 67′ (1:0); სიხარულია 78′ (1:1); კერძევაძ 79′ ; 83′ (3:1)
30.11 14:00 სიონი 0:0 ზუგდიდი
30.11 14:00 ზესტაფონი 2:4 ბათუმი
გოლები: შონია 18′ (0:1); ილურიძე 25′ (1:1); ტატანაშვილი 39′(1:2); გოგიტიძე 43′ (1:3); ბერიაშვილი 66′ (1:4); ხიდეშელი 74′ (2:4)
30.11 14:00 შუქურა 2:1 ტორპედო
გოლები: ხოჭოლოავა 52′ (1:0); ფიფია 65′ (1:1); ტუღუში 82′ (2:1)
30.11 14:00 მეტალურგი 1:1 სპარტაკი
გოლები: ცნობილაძე 2′ (1:0); კაჭარავა 80′ (1:1)
30.11 14:00 კოლხეთი 2:1 ვიტ 
გოლები: სიჭინავა 54′ (1:0); ჯიქია 59′ (2:0); კუხალეიშვილი 65′ (2:1)
30.11 14:00 დილა 1:0 მერანი გოლი: ახალკაცი 6′
30.11 15:00 დინამო  1:2 გურია გოლები: კოშკაძე 42′ (0:1); შერგელაშილი 45′ (1:1); შალამბერიძე 47′ (1:2

Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles