Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

„მერანთან“ დაწყებული საქმის დასამთავრებლად

$
0
0
cdf1ed0f3018

26 ნოემბერს, დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის განმეორებითი 1/8 ფინალური მატჩებიდან ერთ-ერთი ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე შედგება, სადაც ადგილობრივი ს. კ. „ტორპედო“ მარტვილის „მერანს“ დახვდება. თამაში, რომელზეც დასწრება გულშემატკივრებს უფასოდ შეეძლებათ, 13:30 საათზედაიწყება.

მოგეხსენებათ, გუნდების პირველი ურთიერთშეხვედრა 17 ნოემბერს სამტრედიაში „ტორპედოს“ სამბურთიანი გამარჯვებით – 3:0 დასრულდა. ქუთაისელთაგან დუბლი თენგიზ ჩიკვილაძემ შეასრულა, ერთხელ კი თავი ვაჟა ტაბატაძემაც გამოიჩინა. გთავაზობთ ამ მატჩის პროტოკოლს -http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=261

აღსანიშნავია, რომ „ტორპედოსთან“ მარცხის შემდეგ ჩვენმა მომდევნო მეტოქემ ჩემპიონატში ფოთის „კოლხეთთან“ ითამაშა ფრედ(0:0) და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

ცნობილია მსაჯთა ბრიგადა, რომელიც დამდეგ ქუთაისურ მატჩს მოემსახურება: არბიტრი დავით სანოძე(ხონი) იქნება, რომელსაც დაეხმარებიან „გვერდითები“: დავით ჩიგოგიძე(სამტრედია) და ალექსანდრე ჟივიძე, სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გიორგი ავაზაშვილი(ყვარელი) შეასრულებს.

მაშასადამე, რევაზ ძოძუაშვილის შეგირდებს, რომლებმაც, შეგახსენებთ, თასის 1/6 ფინალში ხარაგაულის „ჩხერიმელას“ აჯობეს, „მერანთანაც“ მართებთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. მით უმეტეს, რომ პირველ თამაშში მიღწეული უპირატესობა ამის საშუალებას არცთუ რთულად იძლევა.

FCTorpedo.GE


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles