Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

პირველი ლიგა: მე-13 ტური

$
0
0
gff1

საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გუშინ და დღეს მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა.

A ზონაში პირველი ქულები დაკარგა “საბურთალომ”. თბილისელებმა საკუთარ მოედანზე ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ “სამგურალს” ვერ მოუგეს, თუმცა ლიდერობას დამაჯერებლად ინარჩუნებენ.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა B ზონაში გამართული ლიდერისა და აუტსაიდერის დაპირისპირებაც. პირველ ადგილზე მყოფმა თერჯოლის “საპოვნელამ” “ალგეთი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

A ზონა

სტუ 3-1 ჩხერიმელა

სასკო 3-2 მაჭახელა

ჩიათურა 2-2 ადელი

ლაზიკა 1-1 ლოკომოტივი

საბურთალო 1-1 სამგურალი

B ზონა

მერცხალი 0-0 დინამო 2

მეშახტე 2-1 კოლხეთ ხობი

საპოვნელა 0-1 ალგეთი

ბორჯომი 2-1 სქური

ბეთლემი 3-2 გაგრა


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles