
ბერძნული პრესის ცნობით საქართველოს ნაკრების და “ოფი”-ს მეკარე გიორგი ლორია ვარჯიშზე დაშავდა, რის გამოც “ქსანთის” წინააღმდეგ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
არსებობ საშიშროება, რომ ლორიამ 14 ნოემბერს გასამართი საქართველო-პოლონეთიც გამოტოვოს. ბერძნები წერენ, რომ მეკარე თითის მოტეხილობას გადაურჩა, თუმცა უხალოეს ტურში მისი მოედანზე გასვლის შანსი მინიმალურია.
შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიამ პოლონეთთან მატჩისთვის ლორიას გარდა კიდევ ორი მეკარე, როინ კვასხვაძე და ომარ მიგინეიშვილი გამოიძახა.