Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“დინამოს”მეორე გუნდმა გაგრა დაამარცხა

$
0
0
file

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მეთორმეტე ტურის მატჩი გაიმართა. დინამოს მეორე შემადგენლობამ სკ გაგრას უმასპინძლა. მალხაზ ჟვანიას შეგირდებმა მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ანგარიშით 2:1. შეხვედრაში მნიშვნელოვანი სათამაშო უპირატესობა არც ერთ გუნდს არ ჰქონია. მატჩიც მეტწილად ხისტი და დაძაბული გამოდგა. მე- 10 წუთზე ზივზივაძემ დააწინაურა მასპინძლები 1:0. 75- ე წუთზე გოგატიშვილმა აღადგინა წონასწორობა 1:1. მატჩის მიწურულს კი შეცვლაზე შემოსულმა ვოლკოვმა გამარჯვების გოლი გაიტანა გაგრას კარში- 2:1.

შემდეგ შეხვედრას დინამო-2 ოზურგეთში მერცხალის წინააღმდეგ, 9 ნოემბერს გამართავს.

დინამო-2  2:1  გაგრა

დინამო: დაუშვილი, მარაქველიძე (მიქაძე 90), ჯაფიაშვილი, ქაჯაია, სამხარაძე, ქიქავა, სამუშია (მესხი 46), სარიშვილი, ზივზივაძე (ვოლკოვი 65), მათიაშვილი (ციცხვაია 72), გოგოლიძე (სარჯველაძე 61)

გაგრა: დობორჯგინიძე, ჯგერენაია, ბიწკინაშვილი, მაჩაიძე, გურეშიძე, ქარდავა, წკრიალაშვილი, ცოცხალაშვილი, მაისურაძე, ჭანტურია, გოგატიშვილი

FCDinamo.GE


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles