Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

ჭაბუკთა ლიგაში “დინამოს”ორივე გუნდმა იმარჯვა

$
0
0
file

დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის მეათე ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდე დინამოელებმა ზედიზედ მეცხრე (წინა ტურის შეხვედრა ზესტაფონელებსა და დინამოელებს შორის გადაიდო) გამარჯვება მოიპოვეს. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა ლანჩხუთის გურიას 8 უპასუხო ბურთი გაუტანეს. კუციამ და ერგემლიძემ დუბლი შეასრულეს. თითო გოლი კიკალიშვილის, ბასარიას, ხარშილაძის და ბაბუნაძის ანგარიშზეა. დინამოელები პირველ ადგილზე ბურთების 58/1 ბალანსით არიან.

დინამოსა და გურიას 17 წლამდელების დაპირისპირებაც ასევე თბილისელთა სასარგებლოდ დასრულდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 2- ის წილ 3 გოლი გაუტანა ლანჩხუთელებს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მერე სტუმრებს მიჰყავდათ ანგარიში. მიხეილ ბაშალეიშვილმა, გაბრიჩიძემ და გოგილაშვილმა გაიტანეს გოლები. ამ მოგებით დინამოელებმა 19 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილის სამეულში აინაცვლეს.

 

დინამო U-15  8:0  გურია U-15

დინამო U-15: ბულისკირია, კიკალიშვილი, ბასარია, ხარაბაძე, თაგვაშვილი, ლურსმანაშვილი, სამსონია, ბაბუნაძე, ერგემლიძე, კუცია, კოკაია

შეცვლაზე შევიდნენ: გურგენიძე, ჭურღულაშვილი, სართანია, ხარშილაძე, ცერცვაძე

 

დინამო U-17  3:2  გურია U-17 

დინამო U-17: გუგეშაშვილი, ჩაჩუა, ქაფიანიძე, ხატიაშვილი, ფოჩხუა, აბუთიძე, გაბრიჩიძე, ჯამარაული, გოგილაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: ფიფია, სადღობელაშვილი, ფირცხალავა, აღდგომელაშვილი, პაპაშვილი, ღვინიაშვილი

FCDinamo.GE


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles