
დღეს, ”მიხეილ მესხის” სტადიონის მედიაცენტრში გამართულ სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე “შუქურა” – “დილას” შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტი განიხილეს. როგორც იცით, მატჩი მეორე ტაიმში მოედანზე შეჭრილი გორელი გულშემატკივრების გამო შეწყდა.
კომიტეტის გადაწყვეტილება ასეთია: გორის “დილას” 0:3 წაგება ჩაეთვალა და გორელები 3 საშინაო მატჩს ნეიტრალურ მოედანზე ცაატარებენ. “დილას” მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 1 000 ლარიანი ჯარიმით დასაჯეს, ხოლო გორელი ლუკა რაზმაძე იძულებით 10 მატჩს გამოტოვებს და 5 000 ლარს გადაიხდის. გორელთა კიდევ ერთი მოთამაშე ალექსანდრე კვახაძე 6 თამაშითა და 1 400 ლარით დაჯარიმდა.
გარდა ამისა დაჯარიმდა ორივე კლუბი. “დილაც” და “შუქურაც” 5 000 ლარს გადაიხდიან.