Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

ვიზიტი სლოვაკეთში

$
0
0
Untitled

რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” წარმომადგენლები ოფიციალური სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ – სტუმრები საქართველოდან ქალაქ ტრნავას საფეხბურთო კლუბ “სპარტაკს” ეწვივნენ.

ვიზიტის მსვლელობისას სტუმრერი (ქართულ მხარეს ბატონები კორნელი კოკაია და მიხეილ ხუციშვილი წარმოადგენდნენ) გაეცვნენ ტრნაველთა ინფრასტრუქტურას, ესტუმრნენ ანტონ მალატინსკის სახელობის სტადიონს და გამართეს შეხვედრები სლოვაკ კოლეგებთან, რომელთა მიზანიც მხარეთა შორის ურთიერთობათა გაღრმავება და შემდგომი თანამშრომლობის ფორმების დაგეგმარება გახლდათ…

აქვე გთავაზობთ მცირე სიუჟეტს, რომელიც ქართული დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტს ეძღვნება (ვიდეომასალა მოწოდებულია ტრნავას საფეხბურთო კლუბ “სპარტაკის” პრეს-სამსახურის მიერ).

FCZestafoni.GE


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles