Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

დინამოელების გამარჯვება ელიტ ლიგასა და ჭაბუკთა ლიგაში

$
0
0
file (1)

ელიტ ლიგის 15 წლამდელთა ტურნირში დღეს პირველი ტურის მატჩები ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირში დინამოს აკადემიის 2000 წელს დაბადებულთა გუნდი ასპარეზობს. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდები ბასა აფხაზეთს დაუპირისპირდნენ და 1:0 აჯობეს მეტოქეს. შედეგიანი დარტყმა ბერიაშვილის ანგარიშზეა.

ჭაბუკთა ლიგაში ლევან გვანცელაძის გუნდმა (U-15) ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და 6 უპასუხო ბურთით დაჯაბნა მეტოქე. ერგემლიძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ტორპედოს კარში ბაბუნაძემ, კუციამ, სართანიამ და ჯიქიამ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ დინამოელებს 4 მატჩიდან 4 მოგება აქვთ – 36/1 ბურთების ბალანსით.

ჭაბუკთა ლიგის 17 წლამდელთა ტურნირში დინამოელებმა პირველ ადგილზე მყოფ ტორპედოელებს 2:0 მოუგეს და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალეს. შეხვედრა, რომელიც ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, საბოლოოდ ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გოლები მიხეილ ბაშალეიშვილის და ყურაშვილის ანგარიშზეა.

დინამო (2000) 1:0 ბასა აფხაზეთი (1999)

დინამო U-14: ბულისკერია, გაბელაია, ბასარია, ბ. ხარშილაძე, ჯიჭონაია, მამფორია, დარცმელია, გ. ხარშილაძე, გოგოლაძე, დავითაშვილი, ბეგაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ბერიაშვილი, ჩიქოვანი, საღირაშვილი, დოლიძე

დინამო U-15  6:0  ტორპედო U-1

დინამო U-15: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, კოკაია, ბაბუნაძე, ერგემლიძე, კუცია, თაგვაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ჭურღულაშვილი, ბადაშვილი, სამსონია, სართანია, ჯიქია

დინამო U-17  2:0  ტორპედო U-1

დინამო U-17: ქავთარაძე, ჭურაძე, ხატიაშვილი, ფიფია, ფოჩხუა, ნ. ბაშალეიშვილი, სეიდოვი, ჩაკვეტაძე, გოგილაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, ბუღრიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ყურაშვილი, ჯამარაული, ჩაჩუა, აღდგომელაშვილი, ღვინიაშვილი, ფირცხალავა

FCDinamo.Ge


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles