Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

სადისციპლინო კომიტეტის მორიგი სხდომა –სანქციები

$
0
0
E8791CE4-008D-4D17-BB8F-212DFB6FBB56GFF-Logo

დღეს, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ძირითად განსახილველ საკითხებად წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე და მეხუთე ტურის მატჩებში მომხდარი დისციპლინარული დარღვევები.

12 სექტემბერს, ზესტაფონი-სამტრედიას მატჩზე მომხდარი ინციდენტის გამო, სკ „ზესტაფონის“ ფეხბურთელს - ჯაბა დვალს მიეცა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა – 600 ლარი (სადისციპლინო კოდექსის 99-ე მუხლი, 1 პუნქტი).

ამავე თამაშში, დისციპლინარული დარღვევის გამო, „სამტრედიას“ ფეხბურთელს - გიორგი დათუნაიშვილს მიეცა 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა – 200 ლარი (სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლი, მე-12 პუნქტი).

17 სექტემბერს, გურია-კოლხეთის მატჩის დროს დაფიქსირებულ დისციპლინარულ დარღვევებზე, სადისციპლინო კომიტეტმა სანქციები დაუწესა შემდეგ პირებს:

ომარ გოგონაია („კოლხეთი“, ფეხბურთელი) – 3 თამაში და 600 ლარი (სადისციპლინო კოდექსის 99-ე მუხლი, 1 პუნქტი).

ზაზა ინაშვილი („კოლხეთი“, მთ.მწვრთნელი) – 3 თამაში და 1200 ლარი (სადისციპლინო კოდექსის 99-ე მუხლი, 1 პუნქტი).

სფფ-ის პრესსამსახური


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles